in ,

კვარაცხელია მწვრთნელებს ვერ უგებს და არც კაკა არ არის: ნაპოლის ამბები

„ნაპოლის“ ამბავი რომ მთლად ჯანზე ვერ არის, რა თქმა ამას უნდა. „ტორინოსთან“ 0:3 წაგებამ კიდევ ერთხელ სერიოზულად დააფიქრა ხელმძღვანელობა და სანამ ახალ ფეხბურთელებს გადაიბირებენ, მანამდე გუნდი ყაზარმულზე გადავიდა, რათა ფეხბურთელებმა მეტი კონცეტრაცია ფეხბურთზე შეძლონ.

„ნაპოლიმ“ ყველა ტურნირზე ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო, თან ისე, რომ გოლი არ გაუტანია (9 გაუშვა).

ფეხბურთელები სასტუმრო Serapide-ში დაბინავდნენ და 13 იანვარს აუტსაიდერ „სალერნიტანასთან“ ეცდებიან ქულების აღებას, შემდეგ კი სუპერთასზე სათამაშოდ საუდის არაბეთში უწევთ წასვლა.

„ნაპოლი“ გეგმავს „უდინეზესგან“ წამოიყვანოს 21 წლის სერბი ნახევარმცველი ლაზარ სამარჯიჩი (20+5 მლნ ევრო).
სამაგიეროდ, არ გამოდის „ჯენოადან“ 21 წლის რუმინელი მცველის რადუ დრეგუშინის აყვანა, რომლის ტრანსფერში „ბაიერნიცაა“ დაინტერესებული.

იტალიური გამოცემა Dazn-ის „ტორინო“-„ნაპოლის“ მატჩს გამოეხმაურა და დაიწერა, რომ კვარაცხელიას სამწვრთნელო შტაბთან მცირე გაუგებრობა ჰქონდა.

„მეორე ტაიმის დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ხვიჩამ სათადარიგოთა სკამისკენ რამდენჯერმე იკითხა, თუ რა უნდა გაეკეთებინა. ძალიან დაბნეული იყო. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ „ნაპოლის“ თამაში ტაქტიკურად გაუმართავია“.

ვეტერანმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ „ნაპოლიზე“ ისაუბრა და ქართველ ფეხბურთელსაც გაჰკრა კბილი.

„ესკატასტროფაა.არ ვიყავით მართლები, როდესაც ლობოტკას ახალი ინიესტა ვუწოდეთ, კვარაცხელია კი კაკას შევადარეთ. „ნაპოლიმ“ წარმატებას იმ ფეხბურთელებით მიაღწია, რომლებსაც აქამდე არაფერი ჰქონდათ მოგებული. თუმცა მაშინ სპალეტი ჰყავდათ. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ გუნდს ლიდერი არ ჰყავს.

დი ლორენცო შეშინებულია, ნათანმა კი კიმ მინ-ჯე სათანადოდ ვერ შეცვალა“, – განაცხადა დი კანიომ.

„ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-9 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არაბეთში შესვენებაა, მაგრამ რონალდო მაინც ვარჯიშობს: ფოტო

ნაპოლის პრეზიდენტი მწვრთნელის მიუღებელ პირობებს თანხმდება… იქნებ არც თანხმდება