ზაფხულში იტალიური “ნაპოლის” პირველი შენაძენი საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იქნება. ხვიჩას ტრანსფერს კლუბის პრეზიდენტი აურელიო დი ლაურენტისიც ადასტურებს. ნეაპოლელები ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდიან და 5 წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
ხვიჩას შესახებ იტალიურ მედიაში არერთი სტატია იწერება და არაერთი ფეხბურთელი, საფეხბურთო ექსპერტი, თუ ჟურნალისტი აფიქსირებს აზრს მის შესახებ. ამჯერად, ქართველი ტალანტის შესახებ Sky sport italia-ს ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ ისაუბრა.
“ამ სეზონის ბოლოს ბერარდი “სასუოლოს” დატოვებს და “ნაპოლისთვის” კარგი ვარიანტი იქნება. არ შეიძლება გვქონდეს მოლოდინი, რომ კვარაცხელია ინსინიეს კარგი შემცვლელი იქნება.”-თქვა იტალიელმა ჟურნალისტმა
GIPHY App Key not set. Please check settings