in

კვარაცხელია დაშავდა და პენალტი არ დაარტყმევინეს: ნაპოლიმ ვერ მოიგო და თან მოიგო

კასტელ დი სანგროში მყოფმა „ნაპოლიმ“ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ესპანურ „ჟირონას“ გაეჯიბრა და ფრეს დასჯერდა – 1:1.

კვარაცხელია ისევ არ ყოფილა ძირითად შემადგენლობაში. ის მხოლოდ მე-60 წუთიდან ჩაერთო თამაშში და ტრადიციულად მარცხენა ფლანზე დადგა.

ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ გუნდებმა გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტები დაარტყეს. „ნაპოლიმ“ 4:2 მოიგო.
ჩვენთვის საინტერესოა, რომ პენალტების შემსრულებელთა შორის ხვიჩა არ ყოფილა, მას არ დაარტყმევინეს.

მნიშვნელოვანი ის არის, რომ მატჩის დროს კვარაცხელია დაშავდა.
ერთ-ერთ ეპიზოდში „ჟირონას“ ფეხბურთელმა მას მარცხენა მუხლში ფეხი მოარტყა. ქართველ ფეხბურთელს შეცვლა არ მოუთხოვია. გავრცელებული ცნობით, საფინალო სასტვენის შემდეგ მას მუხლზე ყინული დაადეს.

კასტელ დი სანგრო.
ნაპოლი – ჟირონა 1:1 (პენ 3:1)
გოლები: 0:1 სტუანი (13), 1:1 სიმეონე (42, პენ)

„ნაპოლი“ მომდევნო ტესტ-მატჩში გერმანულ „აუგსბურგს“ შეხვდება 6 აგვისტოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაკრებმა მსუბუქად ივარჯიშა და დღეს დილით ავტობუსით რიგაში წავიდა – ვიდეო

ჯორჯიიდან ჯორჯიაში: საბა ლობჟანიძე ამერიკაში გადაბარგდა