ქართული ფეხბურთის გამორჩეული ტალანტი და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია კვლავ იტალიური მედიისა და გულშემატკივრების ინტერესის ქვეშაა.
ამჯერად ხვიჩას შესახებ სტატიას იტალიელი ჟურნალისტი კლაუდიო აგავე აქვეყნებს.
“კვარაცხელია, პატარა გენიოსი, რომელიც ზუსტად “ნაპოლის” სტილისთვის შესაფერისი ფეხბურთელია. მზადაა თუ არა ის მაღალი დონის ჩემპიონატისთვის? ამ პატარა ბიჭმა თავიდანვე გამოიჩინა დიდი ნიჭი. მისი საყვარელი სათამაშო პოზიცია მარცხენა გარემარბია, მაგრამ სხვაგანაც შეუძლია თამაში. განსაკუთრებით სახიფათოა კონტრშეტევებზე. საკმარისია გადახედო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მის შეხვედრებს ესპანეთთან და შვედეთთან.
ის “ნაპოლის” სტილს საუკეთესოდ შეეფერება. მოედანზე გამოირჩევა კრეატიულობით და შეუძლია მარტოს მატჩის ბედის გადაწყვეტა”, – წერს იტალიელი ჟურნალისტი.
ღმერთო ჩემო, კვარაცხელია: ხვიჩამ იტალიაში ეროვნული ლიგის მიმართ ინტერესი გაზარდა
GIPHY App Key not set. Please check settings