in ,

კვარაცხელიას ხელფასს გაუზრდიან

ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის, საქართველოს ნაკრებში თავდაუზოგავად დაიხარჯა, ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

შესაძლოა მან საერთოდ არ იცოდა, თუ შესარჩევ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათები გადაჰყვებოდა, ამის თაობაზე არავინ წინასწარ არ გააფრთხილა და ეს წარმოუდგენელი დაუდევრობაა.

სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი “ნაპოლიში” ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, მხოლოდ 1.2 მილიონ ევროს იღებს, რაც სრული ნონსენსია. ბევრჯერ დაიწერა კონტრაქტის პირობების გადახედვის შესახებ, თუმცა ეს ჯერ არ განხორციელებულა.

გუშინ “კორიერე დელო სპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, ხოლო ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ “ტვიტერზე” დაწერა, რომ სულ მალე ქართველ ვარსკვლავს ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე (შეიძლება 2029 წლამდეც) გაუგრძელებენ, ხელფასს კი 4 მილიონამდე გაუზრდიან.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნოვაკის მორიგი ტრიუმფი

ონანა ტრამვირებულია