ქართულ ფეხბურთში კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა. გერმანული Transfermarket-ის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევროთი, 18 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
ხვიჩა კვარაცხელიას ფასი სეზონის სტარტზე 4.50 მილიონი იყო და ერთი კალენდარული სეზონის განმავლობაში მისი ღირებულება 13.5 მილიონი ევროთი გაუმჯობესდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.
GIPHY App Key not set. Please check settings