in ,

კვარაცხელიას ნაპოლიში ივლისის დასაწყისში წარადგენენ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც “რუბინიდან” წამოსვლის შემდეგ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავს. ზაფხულში იტალიურ “ნაპოლის” შეუერთდება. ტრანსფერი აურელიო დი ლაურენტისსაც დადასტურებული აქვს.

იტალიური გამოცემა arenanapoli.it ქართველი ტალანტის იტალიურ გუნდში სავარაუდო წარდგენის თარიღსაც ასახელებს. წყაროს ცნობით, ლუჩიანო სპალეტის გუნდის წინასასეზონო შეკრებას 8-21 ივლისის ჩათვლით გაივლის და უდიდესი ალბათობით კვარაცხელიას პრეზენტაციაც ამ დღეებში შედგება.

ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში 6 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს. ის “ნაპლის” 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება და ხელფასის სახით წელიწადში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი მანჩესტერში? წითელი ეშმაკები გიორგის ჰენდერსონის შემცვლელად მოიაზრებენ

ჰალ სიტის საბა ლობჟანიძის დამატება სურს