იტალიურ Tele A -სთან მიცემულ ინტერვიუში “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი სალვატორე ბანი ნეაპოლური კლუბის სამომავლო გეგმებზე საუბრობს და მათ შორის მისი ყურადღების საგანი ხვიჩა კვარაცხელიაცაა.
“კვარაცხელია ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან მაინტრიგებს. საჭიროა იმის გაგება, თუ როგორი ფეხბურთელი უნდა “ნაპოლის”, მას მარცხენა ფლანგზე თამაში შეუძლია, მაგრამ ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გოლებს აქვს. კვარაცხელიას მშვენიერი დრიბლინგი და ტექნიკა აქვს, მაგრამ ბევრს ვერ იტანს. მე პირადად ისეთი ფეხბურთელები მირჩევნია, რომლებსაც ბევრი გააქვთ, მაგრამ შეიძლება ვცდები და სპალეტის გეგმებში სწორედ ასეთი ტიპის ფეხბურთელი შედის”, – თქვა ბანიმ.
სალვატორე ბანი 1984-1988 წლებში თამაშობდა და 129 მატჩში 12 გოლი გაიტანა. “ნაპოლის” გარდა იგი “კარპის”, “პერუჯას”, “ინტერის”, “აველინოს” ღირსებას იცავდა.
ბანის იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 41 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.
GIPHY App Key not set. Please check settings