ავტორიტეტული გამოცემა Whoscored.com– კიდევ ერთ საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი სამი ტურის შემდეგ ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ხვიჩა კვარაცხელიას აქვს.
შესარჩევის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველო სალონიკში საბერძნეთს ესტუმრა და ფრეს 1:1 დასჯერდა. მატჩში ორივე გოლი ქართველებმა გაიტანეს. ჯერ ოთარ კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მალევე კი, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. კვარაცხელიამ ეროვნული გუნდის მაისურით 8 მატჩში 3 ბურთი გაიტანა.
პირველი ქულა: საქართველოს საბერძნეთიდან ქულა და იმედი მოაქვს
ყაზანის “რუბინისა” და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შესარჩევი ტურნირის განვლილ სამ მატჩში 15 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რაც ყველა სხვა ფეხბურთელზე მეტია. ხვიჩამ დღეს ბერძნებთან 6, შვედეთთან 4, ესპანეთთან კი 5 დრიბლინგი განახორციელა.
კვარაცხელია ისევ საუკეთესოა: ქართველი ფეხბურთელების შეფასებები საბერძნეთთან
GIPHY App Key not set. Please check settings