ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული დებიუტი: “ნაპოლიმ” პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, მართალია მეტოქე სულ რაღაც სამოყვარულო “ანაუნე” იყო, მაგრამ ჩვენი ჯილას შედეგიან თამაშს ეს ვერ აკნინებს. ასეთ გუნდში პირველ შეხვედრაში ხვიჩამ 2 გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. ამაზე კარგი რაღა უნდა იყოს სადებიუტო შეხვედრაში.
ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ახალწვეული ძირითადში გაამწესა და არც შემცდარა. პირველი ტაიმი ნეაპოლელებმა 4:0 მოიგეს და ეს დიდწილად სწორედ ჩვენიანის დამსახურებით. დიდწილად კი არა, ხვიჩას გამო.
ანგარიში მალევე ამირ რაჰმანიმ გახსნა. ხვიჩამ ჯერ ერთი მეტოქე მოიშორა ცრუ მოძრაობით, მერე საჯარიმოში შეგდებულ ბურთზე მეორე მცველს სისწრაფეზე გაცდა და თანაგუნდელს კართან ნახევარ მეტრში მიაწოდა, რომელსაც გოლის გატანის მეტი არაფერი დარჩენოდა.
26-ე წუთზე კვარაცხელიამ უკვე თავად გაიტანა. ბურთი კარიდან 10-11 მეტრში მიიღო და შორეულ დაბალ კუთხეში ტექნიკური დარტყმით გადაგზავნა. ეს ჩვენი ტალანტის პირველი გოლია მარადონას გუნდში.
მერე კვარამ კიდევ უკეთესი შეაგდო. 38-ე წუთზე ანგისამ საჯარიმოში შეაყოლა ბურთი და ხვიჩამაც მარცხენა ფეხით მოხდენილად გადაუგდო ბურთი მეკარეს.
შესვენებაზე, როგორც ასეთ მატჩებში ხდება ხოლმე, შემადგენბლობა გადახალისდა და კვარაცხელიაც გამოცვალეს.
GIPHY App Key not set. Please check settings