in

კვარას კარგი, მაგრამ მშრალი მატჩი: ნაპოლიმ ისევ ვერ მოიგო

„ნაპოლი“ სერია ა-ს მე-5 ტურში „ბოლონიას“ ესტუმრა და 0:0 ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში იყო, მიუხედავად იმისა, რომ მატჩამდე საუბრები მიდიოდა, რომ რუდი გარსია თითქოს ჩვენიანს აღარ დააყენებდა და რასპადორის ენდობოდა. ისე მოხდა, რომ ორივე სასტარტოში გამოვიდა.

ხვიჩას საკმაოდ კარგი მატჩი გამოუვიდა. მარცხენა ფლანგიდან ტრადიციულად ცდილობდა გამწვავებას, ცოტა სიღრმიდანაც მოქმედებდა. ეტყობა, გაჭრა მწვრთნელის ნათქვამმა, დაცვას მეტად უნდა მიეხმაროსო. თუმცა დაცვისთვის დიდად მიხმარება არც იყო საჭირო. „ნაპოლი“ პირველად ნომრად მოქმედებდა.

უკვე მე-5 წუთზე ოსიმენის დარტყმა ძელმა აისხლიტა და გამოვარდნილზე ხვიჩას შეეძლო დამატება, მაგრამ ეტყობა არც ელოდა და არ იყო მარტივი რეაგირება. იყო ეპიზოდები, როდესაც ამწვავებდა თამაშს, მაგრამ უკვე ისეთი მომენტებიც ხშირია, როცა მეურვეები ახერხებენ მის განეიტრალებას: ან ბურთს ართმევენ, ან დარტყმის საშუალებას არ აძლევენ. ტაიმის შუაწელს კი დაარტყა ზუსტად, მაგრამ დიდად სახიფათო არ ყოფილა.

მეორე ნახევარში ფლანგიდან შუაში შეწეულმა უფრო ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარემ მუშტებით მოიგერია. მერე იყო ეპიზოდი, როდესაც საჯარიმოში შევიდა, ოსიმენს გადააწოდა და ბურთი წაქცეულ მასპინძელ მცველს ხელზე მოხვდა. მსაჯმა პენალტი დანიშნა, ბოლონიელები კამათობდნენ, არბიტრი დაელოდა რას უკარნახებდნენ და მოკლედ არ გადათქვა. 11-მეტრიანი ოსიმენმა შეასრულა, მეკარე მოატყუა, მაგრამ ბურთი კარსაც ააცილა. ეს 72-ე წუთზე მოხდა.

76-ე წუთზე კი კვარა შეცვალეს. მშვიდად გავიდა და მწვრთნელისთვის არ უგინებია.

კვარაცხელიამ ორჯერ მეტოქეს ყვითელი ბარათი მიაღებინა, 52-ე წუთზე კი თავადაც გააფრთხილეს.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ, სამი ტურია ვერ მოუგია და 8 ქულას მოუყარა თავი.
მომდევნო მატჩი ნეაპოლელებს უკვე შინ უწევთ, 27 სექტემბერს გასავარდნ ზონაში მყოფ და ჯერაც მოუგებელ „უდინეზესთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აიაქსის თამაში ჩაიშალა: მიქაუტაძე არც ყოფილა

საბა ისევ ყოჩაღობს, მამარდა საუკეთესოა: ქართველი ფეხბურთელების ევროპული შეფასებები