საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას ეგზოტიკურ საფეხბურთო ქვეყანაში, სამხრეთ კორეაში გააგრძელებს.
goal.philenews.com-ის ინფორმაციით, კაჭარავა სამხრეთ კორეის მეორე ლიგაში მოასპარეზე “jeonman dragons”-ში ითამაშებს.
შეგახსენებთ, ნიკა კაჭარავა, ბოლოს ფამაგუსტას “ანორთოსისის” ღირსებას იცავდა და “აპოელი”-“ომონიას” მატჩში გიორგი ქვილითაიას გოლის აღნიშვნის გამო გუნდიდან გაუშვეს.
კაჭარავას საქართველოს ნაკრების მაისურით 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ამგარიშზე 3 გოლია.
GIPHY App Key not set. Please check settings