ჭორები გამართლდა და უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელია. კაშიამ “რკინიგზელებთან” 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კაშია “ლოკოს” შემადგენლობაში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე, ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ. იმედი მაქვს, გუნდის წარმატებაში ჩემს წვლილს შევიტან”, – ამბობს გურამ კაშია.
გურამ კაშია სხვადასხვა დროს: თბილისის “დინამოში”, არნემის “ვიტესში” და ამერიკულ “სან ხოსეში” თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში მას 82 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
Exclusive გიორგი ჭიაბრიშვილი: ლოკომოტივი იმით გაძლიერდა, რომ ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა
შეგახსენებთ, ეროვნულ ლიგაში კაშიას გარდა, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე ირჯება. იგი ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავს.
GIPHY App Key not set. Please check settings