ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის 500-იანი ტურნირის პირველ წრეში პაბლო კარენო-ბუსტა (18) დაამარცხა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან უელსში ჩატარებული ბრწყინვალე მასტერსის შემდეგ დღეს პირველი შეხვედრა ჩაატარა. ნიკოლოზმა ესპანელი მეტოქე 3-სეტიან ურთულეს ბრძოლაში – 7:5; 4:6; 6:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.დაპირისპირება ბასილაშვილსა და კარენო-ბუსტას შორის 2 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში 29 წლის ქართველმა მეტოქის დაბრეიკება 2-ჯერ მოახერხა, საპასუხოდ კი, თავისი ჩაწოდება 10-დან 9 შემთხვევაში გადაარჩინა.
ვენის ტურნირის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ალექსეი პოპირინსა (77) და მატეო ბერეტინის (7) შორის გამარჯვებულს შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings