in

კარგი რაგბი ვითამაშეთ, ბიჭებით ამაყი ვარ, მაგრამ…

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე ფიჯისთან წააგო 12:17. პირველი ტაიმი ბორჯღალოსნებმა 9:0 მოიგეს და მეორე ნახევარში ისევ ვერ განაგრძეს სათანადოდ. ეს იყო ბრძოლა, თავდადება და კარგი რაგბი. თამაში პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელამ შეაფასა.

ისევ იგივე: ჩაგდებული მეორე ტაიმი და ბოლო წამის დრამა – საქართველო ფიჯისთან დამარცხდა

ლევან მაისაშვილი:
„შედეგით ბუნებრივია კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ ჩემი ბიჭებით ამაყი ვარ. მათ ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გაიღეს წარმატებისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
პირველი ნახევარი საკმაოდ კარგად წავმართეთ ტაქტიკურად. ამოცანა იყო, რომ ფეხით თამაშით მეტოქეზე წნეხი დაგვედო, მაგრამ ეს მეორე ტაიმში ვერ მოვახერხეთ. პირველ ტაიმში ორმა იძულებითმა ცვლილებამ. ამ მატჩზე გავლენა იქონია.
ვფიქრობ, რომ კარგი რაგბი ვითამაშეთ, მაგრამ რაღაც მომენტებში არ გაგვიმართლა“.

დავით ნინიაშვილი:
„საქართველოს ნაკრები ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მატჩის მოსაგებად გამოვიდა მოედანზე, რაც წინა მსოფლიო თასებზე არ ყოფილა“.

ტატო ნიკურაძე
ბორდოდან

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისევ იგივე: ჩაგდებული მეორე ტაიმი და ბოლო წამის დრამა – საქართველო ფიჯისთან დამარცხდა

აიაქსის მატჩი ისევ ვერ დამთავრდა: მეტოქის მეკარემ გონება დაკარგა – მიქაუტაძე არ ყოფილა