სანამ ერლინგ ჰაალანდის აგენტი მინო რაიოლა ინტერვიუებს აძლევს დ ამტკიცებს, რომ „რეალი“ მზად არის ნორვეგიელი წაიყვანოს, დორტმუნდის „ბორუსიას“ სპორტულმა დირექტორმა სებასტიან კელმა განაცხადა, რომ ერლინგი გერმანიაში რჩება. ჰაალანდი დათანხმდა კარიერა დორტმუნდში კიდევ ერთი წლით გააგრძელოს.
„ერლინგი ახალ სეზონში „ბორუსიაში“ ითამაშებს. ერლინგი თანახმაა. მას ყოველდღე ვხედავ და შემიძლია ვთქვა, ის სრულად აიგივებს საკუთარ თავს კლუბთან“, – დაწერა კელის სიტყვები Daily Mail-მა.
მანამდე აგენტმა მინო რაიოლამ და 20 წლის ფეხბურთელის მამამ მოლაპარაკებები გამართეს „რეალთან“ და „ბარსელონასთან“, ასევე როგორც ამბობდნენ, ინგლისშიც იყვნენ დიდ კლუბებთან სალაპარაკოდ.
ჰაალანდის სტატისტიკა 25+7 ქულაა ბუნდესლიგის 26 მატჩში.
GIPHY App Key not set. Please check settings