გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “სან ანტონიო დაამარცხა” და 3-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა. ჩვენიანი საკმაოდ შედეგიანი იყო: გოგას ორმაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა.
20:29 წუთი, 10 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 4 დაფარება – ასეთი იყო ქართველი ცენტრის მონაგარი. გოგამ 6-დან ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი არაზუსტად ისროლა. 4 ბლოკშოტი გოგას გარდა, მხოლოდ მის თანაგუნდელ ჯელენ სმითს ჰქონდა და ამ კომპონენტში ის ნამდვილად გამორჩეული იყო.
„პეისერსმა“ მატჩი 119:108 მოიგო.
„ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 23 გამარჯვებით და 45 მარცხით მე-13 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს. ინდიანაპოლისელები მომდევნო შეხვედრას 14 მარტს, სტუმრად „ატლანტა ჰოუქსთან“ ჩაატარებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings