in

კარგად მომზადებული ჩამოვედით: საბერძნეთი საქართველოსგან რაიმე განსაკუთრებულს არ ელის

საქართველოსა და საბერძნეთის გადამწყვეტი მატჩის წინ, ჩვენი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა და გუნდის კაპიტანმა პრესკონფერენცია გამართეს. მოგეხსენებათ, ბერძნების დამრიგებელია წარსულში ცნობილი ურუგვაელი ფეხბურთელი, 56 წლის გუსტავო პოიეტი. აი რა თქვა მან თამაშამდე.

მიზნისთვის ყოველდღე რაღაც უნდა გააკეთო: ვილი სანიოლის თქმით, ფეხბურთელები ახლა ყველაზე მეტად არიან მზად

გუსტავო პოიეტი:

„რამეს ნიშნავს ის, რომ აქამდე ჩატარებული 9 მატჩიდან საქართველოს საბერძნეთთან ჯერ არ მოუგია? მნიშვნელობა არ აქვს რა იყო, ჩვენი დავალებაა მოთამაშეების მიმართ – მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე უნდა იფიქრონ.

გვაქვს თუ არა გეგმა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, გვაქვს, ამაზე ცხადია არ ვისაუბრებ. თუმცა საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობ და არა მგონია, ვილი სანიოლმა რაიმე შეცვალოს. ჩვენ თბილისში კარგად მომზადებული ჩამოვედით.

ორივე გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მთავარი იქნება, როგორ გაუძლებენ წნეხს და შესაძლებლობებს როგორ წარმოაჩენენ“.

ანასტასიოს ბაკასეტასი:

„ყაზახეთთან თამაშმა წარმატებულად ჩაიარა. პირველმა ორმა გოლმა დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ ახლა ფინალია და მნიშვნელოვანი იქნება, კონცენტრაცია და მობილიზება.

ფავორიტები არ ვართ, რადგან ფინალში ფავორიტები არ არსებობენ.
თუმცა ყაზახეთთან მართლა ძალიან კარგად ითამაშა გუნდმა და ყველა ფეხბურთელმა. ეს ნამდვილად გვაიმედებს.

მართალია, თბილისში სავსე ტრიბუნების წინაშე მოგვიწევს თამაში, მაგრამ ასეთ გარემოში საბერძნეთშიც ვთამაშობთ. პროფესიონალები ვართ და გულშემატკივრების ფაქტორი ჩვენთვის, გამოცდილი მოთამაშეებისთვის, დაბრკოლება არ იქნება.

ბოლო დროს საბერძნეთის ნაკრები პროგრესირებს. ჩვენი ბოლო თამაშის შემდეგ, რომელიც საქართველოში 2:0 მოვიგეთ, ბევრად გამოცდილი გუნდი ვართ, თუმცა, ასევეა საქართველოს ნაკრებიც“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პელე ისტორიაში საუკეთესო ბრაზილიელია

გავედით: საქართველო ევროპის ნაწილი გახდა