in

კაპიტანი ბრუნდება: ლიპარტელიანი ევროპაზე იჭიდავებს

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ძიუდოს პროფესორი ვარლამ ლიპარტელიანი ბრუნდება.

ჩვენი ინფორმაციით, 33 წლის ქართველი ძიუდოისტი აპრილში ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სოფიაში გაიმართება.

შეგახსენებთ, ვარლამ ლიპარტელიანმა ძიუდოდან წასვლის გადაწყვეტილება ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ მიიღო, მაგრამ მან გადაწყვეტილება შეცვალა.

ვარლამ ლიპარტელიანი სამგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიადის ფინალისტია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილის მაღალი შეფასება ელჩესთან მატჩში

ზედიზედ მეათედ: საქართველო ჩემპიონია