in

კაკაბაძის გოლი, მექვაბიშვილის და ბერიძის პასები… ლეგიონერები

პოლონეთში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ სტუმრად 2:5 დამარცხდა „იაგელონიასთან“. ქართველმა მცველმა პირველი გოლი გაიტანა. მე-20 წუთზე დააწინაურა საკუთარი გუნდი. აქამდე კაკაბაძეს ერთი ასისტი ჰქონდა. ჩვენიანმა შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 7.6.

რუმინეთში, ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ 1:0 მოუგო „ჰერმანშტადტს“. გამარჯვების გოლი ქართველის პასით გავიდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 87-ე წუთამდე ითამაშა და მაღალი შეფასებაც მიიღო – 7.7. ეს მაქვაბიშვილის მე-3 საგოლე პასია 5 ტურში.

გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, თუმცა მისი „უიპეშტი“ შინ „პაკშთან“ დამარცხდა – 1:2.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებმა ანგარიში 43-ე წუთზე გაათანაბრეს: ბერიძემ ბრძოლაში ბურთი შეინარჩუნა, საჯარიმოში ჩააწოდა და მატკომ ეფექტურად გაიტანა.
სამი ტურის შემდეგ ბერიძის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი ასისტია.

ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“ უკრაინის პირველობის მეორე ტურში ლვოვში „კარპატის“ ესტუმრა და 3:3 ითამაშა.
აზაროვი ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, 28-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

გიორგი მოისწრაფიშვილის ტრნავის „სპარტაკმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში „პრეშოვს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, 70 წუთი ითამაშა და საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო – 7.0.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეს გოლი ავტოგოლად ჩათვალეს: შტურმმა წააგო

ჩაკვეტაძე ნაკრებში არ იქნება, ტრავმა აქვს