საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფრით დაიწყო – შინ ნორვეგიასთან 1:1 ძალიან დაძაბულ, რთულ და სანერვიულო შეხვედრაში.
ევროპა ქულით დავიწყეთ: ნორვეგიამ საქართველოს გზის სირთულე აჩვენა – 1:1
მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თამაში შეაფასა:
„თამაშოს დასაწყისით უკმაყოფილო დავრჩი, ბურთს ხშირად ვკარგავდით. მეორე ტაიმში მოედანზე მცველის ნაცვლად თავდამსხმელი შევიყვანე, უკეთ ვითამაშეთ და მატჩი გადავარჩინეთ. ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. მამარდაშვილი გოლის მომენტში ცოტა არადამაჯერებელი იყო, მაგრამ შემდეგ მან ფანტასტიკურად ითამაშა. გიორგიმ რამდენიმე ეპიზოდში წარმოუდგენელი ბურთი აიღო.
პირველი ნახევრით უკმაყოფილო ვიყავი, მაგრამ როდესაც თამაშის ასე შემოტრიალება შეგვიძლია, ეს გუნდის პოტენციალზე მეტყველებს.
მიქაუტაძე ბოლო დროს როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში უკეთესად მოქმედებს. ბუდუ ზივზივაძე ამ ეტაპზე „კარლსრუეში“ ცოტას თამაშობს და როცა ის ფორმაში
იქნება, მათი ერთად ნახვა უკეთესი იქნება.
ჩემი, როგორც მწვრთნელის დავალებაა, მაქსიმალურად იშვიათად დავუშვათ ის შეცდომები, რაც გვქონდა. გასული წლების ერთა ლიგის მატჩებს თუ შევხედავთ, კვარაცხელია ცენტრში ხშირად მოქმედებდა. ხვიჩას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და სადაც არ უნდა დავაყენო, მონდომებით თამაშობს. მისთვის მარცხნივ თამაში უმჯობესია. მომავალში გავითვალიწინებ, თუ სად იქნება ის უფრო ეფექტიანი.
ყველამ კარგად ვიცით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერია. ის ტრავმირებული დიდი ხნით იყო. ამ მატჩშიც ვნახეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთი სწრაფი და შრომატევადია. ნახევარმცველებს უწევთ როგორც წინ, ასვე უკან თამაში, როგორაც ამას კვარაცხელია აკეთებს. ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე ამისთვის მზად არაა, მომენტს ველოდები და როგორც კი მზად იქნება, ითამაშებს. ჩვენთან კარი ყველასთვის ღიაა და ვინც იმსახურებს, აუცილებლად ოთამაშებს.
გაძლიერება ყველა პოზიციაზე სასურველია. სათამაშო სქემას რაც შეეხება, აქამდე 3-5-2-ს წარმატებით ვიყენებდით, მაგრამ ყველაფერი იცვლება და სიტუაცია უნდა გავაანალიზოთ. ფაქტია, რომ როდესაც მეორე ნახევარში ახალ სქემაზე (4-4-2) გადავეწყვეთ, ძალიან კარგად ტაიმი ჩავატარეთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings