საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ინტერესი არ წყდება. ქართული თუ უცხოური სპორტული მედია ყველა მის შესახებ წერს. რომელი გუნდებია ხვიჩათი დაინტერესებული და ვის სურთ მისი გადაბირება, ეს ისედაც ყველამ იცის.
კვარაცხელია კალაძის გზაზე: ხვიჩას სანაცვლოდ რუბინი 19 მილიონს ითხოვს
ამჯერად ხვიჩას შესახებ რუსულ მედიასთან მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ კვარაცხელიას ვერ შენარჩუნების გამო, გაუშვეს იგი “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.
“ხვიჩასთვის უფრო ადვილი იქნება “მილანში” თავის დამკვიდრება, ვიდრე მირანჩუკისთვის “ატალანტაში”. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, ხვიჩა ესპანეთისა და ჰოლანდიის ჩემპიონატების სათამაშო სტილს უფრო შეეფერება. ამ ქვეყნებში უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და კვარაცხელია მეტად შეძძლებს სრული პოტენციალის გამოვლენას”, – თქვა იური სიომინმა.
სიომინმა კომენტარი კვარაცხელიას პროგრესზეც გააკეთა.
“უპირველესად, ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭია. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მეორეც, ხვიჩა მიზანმიმართულია. მესამე, ის სლუცკის კარგ ხელში და კარგ გუნდში აღმოჩნდა, რომელშიც მუდმივად პროგრესირებს. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებშიც თავი ჩინებულად გამოავლინა. მას სიამოვნებს ფეხბურთი. ამავდროულად, მისი ტექნიკური უნარის დონე უფრო და უფრო იზრდება. მას კიდევ უფრო დიდი პოტენციალი გააჩნია”, – თქვა იური სიომინმა.
GIPHY App Key not set. Please check settings