in

იურგენ კლოპი: ლუის დიასის ტრავმა სახეში სილის გაწვნას წააგავს

რაოდენ არ უმართლებთ მერსისაიდელებს. ლუის დიასმა სეზონის სტარტზე მძიმე ტრავმა მიიღო და თავიდანვე დაიწერა, რომ მუნდიალის დასრულების შემდეგ კოლუმბიელის დაბრუნება კარგი ვარიანტი იქნებოდა.

გეგმა მშვენივრად წავიდა და ლუის დიასი გუნდთან ერთად აბუ დაბიში გასამართ შეკრებაზე გაემგზავრა, მაგრამ ვარჯიშზე კიდევ ერთი დაზიანება მიიღო, რაც რეციდივს და გარკვეული პერიოდის კიდევ გამოტოვებას გულისხმობს:

“სახეში სილა მოგვხვდა. ლუის დიასის განმეორებითი ტრავმა უმძიმესი ამბავია. ცხადია, ეს თამაშიდან გამოწვეული არ ყოფილა. ვარჯიშზე მიღებულმა დაზიანებამ თავი დილით იჩინა და ის უკვე ინგლისშია, რათა სასწრაფოდ დაიწყოს აღდგენითი კურსი”.

პრესაში იწერება, რომ დიასი მარტამდე იუქმებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესუტ იოზილი: საკას უდიდესი მომავალი აქვს

მილუოკი დამარცხდა, სანდროს არ უთამაშია