რამდენიმე დღისწინ, “anfield watch”-მა ; “empire of the kop”-მა და “liverpool echo”-მ სენსაციური ინფორმაცია გამოამზეურეს – “ლივერპული” იყიდება.
ამჟამინდელი მფლობელი, “FSG” მზადაა კლუბის აქტივები გაასხვისოს, მაგრამ ყველა გამოცემამ განსხვავებული ვერსია დაწერა და ქომაგიც ცოტა დაიბნა.
საქმე იმაშია, რომ რეალურად, მფლობელები ინვესტორის მოძიებით არიან დაინტერესებული და არა საკონტროლო პაკეტის გასხვისებით. ამის შესახებ კი გუშინდელი მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა ისაუბრა:
“ჩელსი გაიყიდა. ლივერპული არ იყიდება. როგორც ვიცი, მიმდინარეობს ინვესტორის მოძიების საკითხი და ეს ძალიან კარგი ამბავია, რადგან მეტი შემოსავალი უკეთეს გარემოსა და შედეგებს ნიშნავს”.
არადა, ბრიტანულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ ერთ-ერთი არაბული კომპანია მზადაა 5 მილიარდი გადაიხადოს “ლივერპულის” სანაცვლოდ. ვნახოთ, 11 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ამერიკელები მზად არიან აქტივების ნაწილი გაასხვისონ.
GIPHY App Key not set. Please check settings