გუშინ, დავით ხოჭოლავას “კოპენჰაგენის” მატჩის გარდა კიდევ 7 შეხვედრა გაიმართა.
ამავე ჯგუფში, “დორტმუნდმა” და “სევილიამ” 1:1 დააფიქსირეს.
მორიგ ჯერზე დამარცხდა ტურინის “იუვენტუსი”. ამჯერად მეტოქე “მაკაბი” იყო და მატჩი ისრაელელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. 4 ტურის თავზე ბებერ ქალბატონს 3 ქულა აქვს და სხვაობა “პსჟ”-ს და “ბენფიკასთან” 5 ქულაა.
პარიზელებმა და ლისაბონელებმაც ფრე, 1:1 დააფიქსირეს.
სისხლიანი იყო “შახტარისა” და “რეალის” მატჩი, რომელიც ასევე 1:1 დასრულდა. დონეცკელები მუდრიკის გოლით იგებდნენ, მაგრამ 95-ე წუთზე ანტონიო რიუდიგერმა გაათანაბრა, თუმცა ამ ეპიზოდში მან ძალიან მძიმე დაზიანება მიიღო. უტრირების გარეშე- უკრაინელმა ტრუბინმა ის, უბრალოდ არ დაინდო და ასე ფეხბურთის თამაში არ შეიძლება!
კვლავ დამარცხდა “სელტიკი” და ისევ “ლაიფციგთან”, კვლავ 2 ბურთიანი სხვაობით – 0:2.
“დინამო ზაგრებისა” და “ზალცბურგის” მატჩიც ფრედ, 1:1 დასრულდა.
GIPHY App Key not set. Please check settings