in

დადასტურებული ამბავი: მბაპეს წასვლა გადაწყვეტილი აქვს!

უკვე მეორე დღეა, რაც მსოფლიოში არსებულმა თითქმის ყველა პრესტიჟულმა გამოცემამ დაადასტურა, რომ კილიან მბაპეს “პსჟ”-დან წასვლა გადაწყვეტილი აქვს.

ფაბრიციო რომანო, “GUARDIAN”; “THE ATHLETIC”; “GOAL.COM” და ა.შ.

მოკლედ, მბაპემ ამ ზაფხულს კონტრაქტი გაახანგრძლივა და წელიწადში 95 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც უდიდესი პრობლემაა.

ვიცით მისი მადრიდული ამბების შესახებაც. ზაფხულში მბაპე ცალი ფეხით მადრიდში იყო, მაგრამ შემდეგ კვირაში 1.600.000-იანი კონტრაქტი, როლი სპორტულ დირექტორად და ყველაფერი დალაგდა.

ახლა კი იწერება, რომ მბაპეს “რეალში” გადასვლა ძალიან სურს, მაგრამ…

ფლორენტინო პერესი პრინციპული კაცია და ზაფხულის ამბების შემდეგ…

პლუს, დღეს დადასტურდა, რომ “პსჟ” მბაპეს სანაცვლოდ 300-350 მილიონ ევროს ითხოვს.

ახლა, დავასახელოთ გუნდები, რომლებსაც ამ თანხასთან მიახლოებულის გადახდა შეუძლიათ. რატომ მიახლოებული? – მიზეზი მარტივია: პირველ რიგში, მოთამაშეს წასვლა სურს, რაც მის ფასს ამცირებს. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ტრანსფერი, დიდი ალბათობით, ზამთარში უნდა შედგეს და ზამთრის ტრანსფერი ნაკლებ თანხას ნიშნავს. თეორიულად 300-350 მილიონიანი ნიშნულიდან პარიზელებს საგრძნობი უკუსვლა მოუწევთ, მაგრამ ფრანგებს ფულის პრობლემა ნაღდად არ აქვთ და სარფიან შეთავაზებას ბოლომდე დაუცდინა.

ჰო, გუნდები, რომლებსაც ასეთი რესურსი აქვთ: “სიტი” – აქვე შეგვიძლია გავჩერდეთ, რადგან მბაპეს მსგავს არაპროგნოზირებად მოთამაშეს გუარდიოლას ხელში ნაკლებად თუ წარმოვიდგენთ პლუს გუნდს ერლინგ ჰოლანდი ჰყავს.

მადრიდის “რეალი”, რომელიც ნაწყენია კილიანზე და არ ვიცთ საერთოდ შემორჩა თუ არა ინტერესი.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ; “ჩელსი” – პრემიერ ლიგელი გიგანტები ერთად განვიხილოთ. ორივე გუნდს აქვს ფულადი რესურსი, შესაბამისად, სულ 4 ვარიანტი გამოდის და აქედან ერთი ძალიან რთულად წარმოსადგენია.

ვინმემ, შეიძლება იკითხოს, რატომ არა “ლივერპული” ან “ბაიერნიო” და მიზეზი ძალზე ტრივიალურია.

“ლივერპული” გამორჩეულია დაბალი ხელფასებით – მბაპე სულ რომ განახევრებას დათანხმდეს, მაინც სალაჰზე ორჯერ მეტი გამოუვა, რომელიც წითლების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა, შედეგად, ვიღებთ დასკვნას, რომ კილიანის ტრანსფერი გასახდელში სიტუაციას არევს.

“ბაიერნის” შემთხვევაში კი საკითხი კიდევ უფრო მარტივადაა – გერმანულ ბუნდესლიგაში ასეთი ფასის მქონე მოთამაშეების ტრანსფერი, უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან მთლიანად ლიგა სხვა სტილით მუშაობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იუვეს მარცხი და სისხლიანი მატჩი პოლონეთში!

GOAL.COM – როგორ გახდა ნაპოლი ევროპის ყველაზე electrifying გუნდი