in

იუვენტუსს რონალდო აღარ უნდა?

ტურინის „იუვენტუსი“ 36 წლის კრიშტიანო რონალდოს გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის მიზეზი პორტუგალიელის ძალიან მაღალი ხელფასია (31 მლნ ევრო წელიწადში).

რონალდოს კონტრაქტი ძალაში 2022 წლის 30 ივნისამდეა.

„იუვენტუსის“ გენერალური დირექტორის ფაბიო პარატიჩის კომენტარი:
„საბედნიეროდ მას კიდევ ერთი წელი აქვს დარჩენილი კონტრაქტის თანახმად. ჩვენ გვაქვს დრო რონალდოსთან მოლაპარაკებებისთვის“.

თუმცა მან ისიც თქვა, რომ კლუბის ხელმძღვანელობისთვის კრიშტიანოსთან შეთანხმების გაგრძელება პრიორიტეტული არ არის.

რონალდოს წასვლაზე საუბარი ჩემპიონთა ლიგიდან „იუვენტუსის“ ნაადრევ გამოვარდნასაც მოყვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი ბარსაში ორი წელიც ითამაშებს და მერე ამერიკაში წავა

Exclusive: დინამო ყოველთვის ცუდად იწყებს სეზონს, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდება: გიორგი ნემსაძე