in

იუვემ თასი მოიგო: ალეგრიმ რეკორდიც დაამყარა და… პიჯაკი შემოიხია, გააგდეს და გიჟივით ყვიროდა

Soccer Football - Coppa Italia - Final - Atalanta v Juventus - Stadio Olimpico, Rome, Italy - May 15, 2024 Juventus' Danilo celebrates with the trophy and teammates after winning the Coppa Italia final REUTERS/Alberto Lingria TPX IMAGES OF THE DAY

„იუვენტუსმა“ იტალიის თასი მოიგო, პირველად ბოლო სამ წელიწადში.

„ბებერმა ქალბატონმა“ ფინალში ბერგამოს „ატალანტა“ დაამარცხა 1:0. ეს გოლი მალევე გავიდა, მე-4 წუთზე თავი 24 წლის თავდამსხმელმა ვლაჰოვიჩმა გამოიჩინა.

ტურინელებმა ტროფეი მე-15-ედ მოიპოვეს, რაც ქვეყანაში საუკეთესო მაჩვენებელია. „რომას“ და „ინტერს“ 9-9 გამარჯვება აქვთ.

„იუვემ“ მასიმილიანო ალეგრის დაბრუნების შემდეგ პირველი ჯილდო მოიგო.
საინტერესოა, რომ 2021 წელს „იუვენტუსმა“ ასევე თასის ფინალში ასევე „ატალანტა“ დაამარცხა (2:1).

ალეგრი გახდა იტალიის თასის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელი.
56 წლის სპეციალისტს ამ ტურნირზე 5 გამარჯვება დაუგროვდა. მან გაასწრო რობერტო მანჩინის და სვენ-გორან ერიქსენს (4).

ალეგრიმ ფინალში წითელი ბარათი მიიღო. 93-ე წუთზე ის მსაჯმა გააცოფა, მწვრთნელმა პიჯაკი შემოიგლიჯა და სათადარიგო მსაჯს სახეში უყვიროდა. მთავარ არბიტრს ეს არ მოეწონა და მასიმილიანო გააგდო. გასვლისას ალეგრიმ ჰალსტუხიც მოიძრო და შესაძლოა პერანგის გახდასაც ცდილობდა. ის სარკასტულად უკრავდა ტაშს მსაჯს და ყვიროდა: „არ გრცხვენია!“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიწერ-მოწერა გვაქვს: გუტიმ კვარაცხელიასთან მეგობრობაზე ისაუბრა – ეს არის ხიბლი

მამარდას ნიუკასლში კონკურენტი გამოუჩნდა: უფროსობას ქართველი უნდა, მწვრთნელს სხვა