60 წლის ვინჩენცო ლა პორტა იტალიის პოლიციამ დააკავა მას შემდეგ, რაც ფეხბურთთან დაკავშირებულ ფოტოზე აღმოაჩინეს.
ეს კაცი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დამნაშავედ მიიჩნევა, ის 11 წელიწადია ვერ დააკავეს. ამტკიცებენ, რომ მას ნეაპოლში კამორას ბანდასთან ჰქონდა კავშირი.
მისთვის სამწუხაროდ, როდესაც „ნაპოლი“ სერია ა-ს ჩემპიონობას აღნიშნავდა, ის გულშემატკივრებთან ერთად საბერძნეთში მოზეიმე შენიშნეს. სწორედ აქედან მოახერხა პოლიციამ მის კვალს ჩადგომოდა.
ნეაპოლის პოლიციამ განაცხადა: „ის დაღუპა ფეხბურთის და „ნაპოლის“ სიყვარულმა“.
აქ მოცემული ფოტო სავარაუდოდ სწორედ ის არის, რომელმაც დამნაშავე „ჩაუშვა“.
GIPHY App Key not set. Please check settings