in

იტალიის თასი ემოციურმა ინტერმა მოიგო: გაბრაზებული ქალბატონი ახალ სეზონს ელოდება

იტალიის თასი „ინტერმა“ მოიგო. მილანურმა გუნდმა, რომელიც ჩემპიონობისთვისაც იბრძვის, ფინალში „იუვენტუსი“ დაამარცხა – 4:2. შეხვედრა რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა.

ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა: ნიკოლო ბარელას გოლს ალექს სანდრომ და დუშან ვლაჰოვიჩმა უპასუხეს, მაგრამ ჰაკანმა მე-80 წუთზე პენალტი გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.
ექსტრა ტაიმებში კი ივან პერიშიჩმა დუბლი შეასრულა, ერთი პენალტით გაიტანა.

ეს „ინტერისთვის“ მე-8 გამარჯვებაა იტალიის თასზე. ბოლოს გუნდმა ეს ჯილდო 2011 წელს მოიგო.

იტალიის თასი
ფინალი

ინტერი – იუვენტუსი 4:2 (2:2)

0:1 – 6 ბარელა, 1:1 – 50 ალექს სანდრო, 2:1 – 52 ვლაჰოვიჩი, 2:2 – 80, პენ ჩალხანოღლუ, 2:3 – 99, პენ პერიშიჩი, 2:4 – 102 პერიშიჩი.

„იუვენტუსის“ მწვრთნელი ალეგრი გააძევეს. მან 2 ყვითელი ბარათი მიიღო.
ალეგრი: „ეს გაბრაზება მომდევნო სეზონისთვის უნდა შევინარჩუნოთ“.

ინძაგი: „ინტერი“ არასოდეს არ ნებდება. ეს გუნდი – ემოციების ნიაღვარია“.

„იუვენტუსი“ სეზონს ტროფეის გარეშე პირველად ჩაამთავრებს 2011 წლის შემდეგ. გუნდმა იტალიის თასის ფინალი მეშვიდედ წააგო.

„ინტერმა“ იტალიის თასი ისტორიაში მერვედ მოიგო. ეს მესამე შედეგია. უფრო მეტჯერ თასი აუღიათ „იუვენტუსსა“ (14) და „რომას“ (9).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისტორიული გამარჯვება: დინამომ ოლიმპიაკოსი დაამარცხა

თოკომ ევროთასი მოიგო