in ,

იტალია, რუსეთი, შვედეთი – ევრო 2020-ის ყველაზე ლამაზი ფორმების რეიტინგი ცნობილია

ბრიტანულმა გამოცემა Mirror–მა ევრო 2020-ის ყველაზე ლამაზი საფეხბურთო ფორმები შეარჩია.

რეიტინგში სულ 48 პოზიცია გამოიყო – მონაწილე 24 ქვეყნის 2-2 ფორმა, საშინაო და საგარეო. ყველაზე მოდურად იტალიის ნაკრების საშინაო კომპლექტი დასახელდა, ფორმა Puma-მ დაამზადა.
აღორძინების ეპოქა – იტალიის კულტურული განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ამიტომ ფორმაზე ხაზები იმ დროის მოზაიკისა და არქიტექტურის ორნამენტებს ასახავს.

This image has an empty alt attribute; its file name is 5126ac2c811ebbbdbcd3603cd6326-1024x576.png



მეორე ადგილზეა რუსეთის საგარეო ფორმა Adidas–ისგან.
„კომპლექტი განსაკუთრებული ენერგიითაა დატვირთული და პაბში წასასვლელად მშვენიერი იქნებოდა – ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი თქვენ ლონდონის სამხრეთ–აღმოსავლეთში არ ცხოვრობთ და არ მოგწონთ კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ გაცვიათ რუსეთის ნაკრების ფორმა. ეს ფორმა ცისფერი და წითელი ხაზებით მკერდზე, არაჩვეულებრივად გამოიყურება. ბევრად უკეთ, ვიდრე ტურნირში მონაწილე სხვა ქვეყნების საგარეო კომპლექტები“ – დააზუსტა Mirror–მა.

მესამე ადგილი შვედეთის ნაკრების საგარეო ფორმამ დაიკავა. დიზაინის ავტორი ამ შემთხვევაშიც Adidas-ია.
ხოლო Adidas-ის საგარეო კომპლექტი შოტლანდიის ნაკრებისთვის რეიტინგში მეოთხე პოზიციას იკავებს. ტოპ 5-ს თურქეთის საგარეო ფორმა ასრულებს და ის Nike-ის შემოქმედებაა.

აღსანიშნავია, რომ სიის ბოლოში ბელგიის საშინაო ფორმა მოექცა. 47–ე და 46–ე ადგილებზე ფინეთისა და შვეიცარიის საგარეო კომპლექტები გადანაწილდნენ.

“მირორის” რეიტინგს სრულად შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ გაუგდოთ რა… ნუ არტყმევინებთ ამ კაცს პენალტს და რა უნდა ჯესის ნაკრებში – ამბები მოკლედ

მაკარიძის გუნდის უშანსო მარცხი: ალმერიას ლა ლიგა ფაქტობრივად გამოირიცხა