in

იტალია პირველზე გავიდა, დღეს სამი ქართველი იასპარეზებს

ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე პარალელური სლალომის დისციპლინაში, გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ბრწყინვალედ იასპარეზა და პირველ ადგილზე გავიდა იტალიის ნაკრები, მეორე ადგილი ავსტრიის ნაკრებმა დაიკავა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები შვეიცარიელები გახდნენ.

დღეს კი ასპარეზობაში კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი ჩაერთვება.

სკი კროსში ვაჟთა შორის ბექა ბერძენიშვილი, ლაშა კურტანიძე და დავით თედიაშვილი გამოვლენ.
აღსანიშნავია, რომ სამივე წევრი ბაკურიანელია.

მამაკაცთა შორის სკი კროსში მედლებისთვის სულ 43 სპორტსმენი იბრძვის და ფინალში 32 მათგანი გადავა.

ჩვენები25 თებერვალს და 3 მარტსაც იასპარეზებენ. ნიკა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი სლოუფსთაილსა და ბიგ აირში იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 5 მარტამდე გაგრძელდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა ნაპოლის რეკორდსმენია: რა დაწერეს იტალიურ პრესაში ხვიჩაზე

რასაც ელოდით, ის არარეალურია: ინტერმა იტალიური რეკორდი გაამყარა