ხვიჩა კვარაცხელიას საოცარმა სეზონმა იტალიაში ქართველების მიმართ ინტერესი გაზარდა. არაერთხელ დაიწერა, რომ აპენინებზე გიორგი მიქაუტაძის წაყვანაც სურთ („უდინეზე“), თუმცა ახლა ირკვევა, რომ კიდევ ორ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან. საუბარია თბილისის „დინამოელებზე“ – ანზორ მექვაბიშვილსა და გიორგი მოისწრაფიშვილზე. რაც შეეხება გუნდს, ეს „სასუოლო“ გახლავთ. ზაფხულში საშუალო გაქანების გუნდში ცვლილებები იგეგმება და შესაძლოა ახალგაზრდა ქართველები ახალი პროექტის ნაწილი გახდნენ.
ორივე ფეხბურთელი ნახევარმცველია. მექვაბიშვილს უკვე ეროვნულ ნაკრებშიც ეძახიან, ხოლო მოისწრაფიშვილი ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია.
GIPHY App Key not set. Please check settings