in

იტალიამ რეიტინგშიც გაგვასწრო…

ორშაბათი დღე ბევრი სპორტისათვის მნიშვნელოვანია, რადგან რეიტინგები ახლდება. გამონაკლისი არც რაგბია და დილით გამოქვეყნდა, რომ იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა 3 წლის შემდეგ პირველად გაგვისწრო. ის, რომ იტალიელები კლასში, ისედაც ძალიან აღგვემატებიან არახალია, თუმცა ახლა ეს ყველაფერი ფურცელზეც გამოისახა.

მიზეზი თუ რატომ ვერ გვისწრებდა იტალია მარტივია. ისინი 6 ერში იღებენ მონაწილეობას და ძირითადად სულ ხის კოვზსს ინაგრებენ, რაც 0 გამარჯვებას ნიშნავს. რამდენიმე დღის წინ იტალიელებმა რუმინეთს 45:13 მოუგეს და 1.05 ქულა დაიმატეს, რითაც მე-12 საფეხურზე აღზევნდნენ და გაგვასწრეს.

საქართველოს ნაკრებს კი არც მომატებია და არც დაკლებია ქულები, რადგან არგენტინის ბ გუნდი რეიტინგში საერთოდ არაა. შეგახსენებთ, 7 ივლისს, საქართველო და იტალია ერთმანეთს ბათუმში გაეჯიბრებიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სალაჰი დარჩა: ლივერპულმა ეგვიპტელი 2025 წლამდე დაიტოვა

აფრიკის თასი ისევ ზამთარში ჩატარდება