in

ის ყველაფერში კარგია: სპალეტიმ ხვიჩა მაგრად შეაქო

ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო „იუვენტუსის“ განადგურების შემდეგ (5:1).

„კვარაცხელიას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკა აქვს.
მას აქვს გოლის შეგრძნება, და ყოველთვის პოულობს უჩვეულო გადაწყვეტილებებს, რაც მეკარისთვის მაქსიმალურად რთულია. ის ყველა ასპექტში კარგია“, – თქვა „ნაპოლის“ მწვრთნელმა.

ხვიჩამ „იუვესთან“ შეხვედრაში გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც მიითვალა. კიდევ ერთი გოლში კი ლომის წვლილი დაიდო.

სულ კი 21 წლის ქართველ შემტევს 20 მატჩში 9 გოლი და 10 ასისტი მოუგროვდა ყველა ტურნირზე.

„ნაპოლი“ სერია ა-ს ერთპიროვნული ლიდერია და 10 ქულით უსწრებს „მილანს“, რომელიც მე-18 ტურის თავის მატჩს დღეს ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სამიდან ერთი ჩვენია: კვარა მარტო ნეიმარს და მესის ჩამორჩება

როგორი ჯადოსნური საღამოა: ხვიჩა