in

ის იდეალურია, მან გუნდზე ითამაშა: სპალეტიმ ხვიჩა შეაქო

„ნაპოლიმ“ კიდევ ერთი მატჩი მოიგო. ახლა ისევ სერია ა-ს ჯერი იყო და გუნდმაც მორიგი 3 ქულა მიითვალა – 4:0 „სასუოლოსთან“. გამორჩეული იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც პირველ ტაიმში ორი საგოლე პასი მიითვალა და გოლიც გაიტანა.

თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი შეაქო:

„კვარაცხელია იდეალურია, ძალიან კარგი ბიჭია, მას ყველაფერი შეუძლია, რაც კიდევ ერთხელ გამოავლინა. როგორც წესი, თავდამსხმელებს დაცვაში დახევა და გუნდისთვის თამაში არ აინტერესებთ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დღეს კვარაცხელიამ გააკეთა – მან გუნდზე ითამაშა“, აღნიშნა სპალეტიმ.

მიუხედავად დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, „ნაპოლის“ მწვრთნელმა უკმაყოფილებაც გამოხატა:
„გუნდი იმსახურებს შექებას 13 მატჩის მოგებისთვის. მე ვავარჯიშებ პროფესიონალების ჯგუფს, რომლებიც გამარჯვებისთვის გადიან მოედანზე.
თუმცა დღეს ჩვენ ძალიან ბევრი შანსი მივეცით მეტოქეს, ასეთ დროს ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან გოლს ყოველთვის შეუძლია თამაშის შემოტრიალება“.

ამ გამარჯვებით „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა. მომდევნო შეხვედრაში კი სერიოზული გამოცდა ელის – 5 ნოემბერს სტუმრად ოთხეულისთვის მებრძოლ „ატალანტასთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა ბარსასთან კარგი იყო, მაგრამ…

კვარაცხელია იტალიაში დებიუტანტებს შორის მესამეა: ხვიჩა კრიშტიანოს ოდნავ ჩამორჩა