დღეს, თბილისის დროით 22:30-ზე, საქართველოს წყლაბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალურ მატჩს გამართავს. მეტოქე, მასპინძელი, ხორვატიის ეროვნული გუნდი, რომელსაც უდიდესი კულტურა და ისტორია აქვს წყალბურთში, თუმცა ის არც უნგრეთი და არც ესპანეთია.
გამოცდა ურთულესია, ხორვატია უძლიერესი, მაგრამ ბრძოლა ნაღდად შეიძლება. ჰო, 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრით დეიან სტაინოევიჩის გუნდმა უკვე გაინაღდა ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე. იმასაც გეტყვით, რომ ქართველები პირველად გავიდნენ ევროპის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის.
აუცილებლად ვიტყვით, რომ საქართველოში ერთადერთი სტანდარტული აუზია და ამის ფონზე საქართველოს ნაკრები ასეთ შედეგებს აფიქსირებს. უხერხულია და მეტი არაფერი!
GIPHY App Key not set. Please check settings