in

გომელსკი: კორკმაზი პროვოკატორია

ცნობილი რუსი კომენტატორი ვლადიმირ გომელსკი ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩისას მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა:

“სულ დაკარგეს ქართველებმა თავი. კორკმაზი თავისი ხასიათით პროვიოკატორია. თუმცა, კალათბურთში უარესიც მომხდარა და მე ამას მშვიდად ვეკიდები.

დატოვებენ თუ არა ტურნირს იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოკამერების ჩანაწერებს არ წარმოადგენენ? საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ? თუ უფრო შორს წავლენ? 1973 წლის უნივერსიადაზე აშშ-სა და კუბის ნაკრებებს შორის ჩხუბი მოხდა – გუნდი გუნდზე. რომ არა ჩვენი გულშემატკივრები… მილიცია არ ჩაერია, ქომაგებმა კი ამერიკელები დაიცვეს. ამერიკელები კუბის დისკვალიფიკაციას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ
შემთხვევაში ტურნირის დატოვებით იმუქრებოდნენ. არსადაც არ წავიდნენ, გავიდნენ ფინალურ შეხვედრაში და გაიმარჯვეს.

მე კარგად წარმომიდგენია თბილისის დარბაზი. იქ შეიძლება ბევრი გუნდი იყოს. გასახდელები სხვადასხვა დერეფნებითაა განცალკევებული. ნამატჩევს გუნდები სხვადასხვა დერეფნით გადიან. იმისათვის, რათა კორკმაზს თავს დასხმოდნენ, როგორც მათ დაწერეს, ძალიან უნდა მოენდომებინათ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისტორიული დღე ქართული წყალბურთისათვის!

ატამანის კომენტარი კორკმაზის ინციდენტზე