მოჰამედ სალაჰი გახდა პრემიერლგიის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი.
„ლივერპულის“ 32 წლის ვინგერმა ჩემპიონატის ბოლო, 38-ე ტურში „კრისტალ პალასსს“ გაუტანა (1:1).
ეგვიპტელმა ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 29 გოლი გაიტანა, რასაც 18 საგოლე პასიც მიამატა. ცხადია ის არის საუკეთესო გოლი+პასის სისტემითაც – 47 ქულა.
ამ შედეგით სალაჰმა გაიმეორა შირერის და კოულის რეკორდი „გოლი+პასის“ მიხედვით.
ბომბარდირთა დავაში სალაჰს მოყვებიან: ალეკსანდერ ისაკი (ნიუკასლი, 23 გოლი) და ერლინგ ჰოლანდი (სიტი, 22). ასისტენტობაში კონკურენციას უწევდნენ – ჯეიკობ მერფი (ნიუკასლი, 12 პასი) და ენტონი ელანგა (ნოტინჰემი, 11), ხოლო გოლი+პასის მიხედვით გამოირჩნენ ისაკი (29) და ბრიან მბემო (ბრენტფორდი, 27).
სალაჰი პრემიერლიგის ისტორიაში პირველი კაცია, რომელიც გახდა საუკეთესო ბომბარდირიც, ასისტენტიც და ფეხბურთელიც.
„ლივერპულმა“ და „კრისტალ პალასმა“ ერთმანეთს საჩემპიონო დერეფნები მოუწყვეს: „წითლებმა“ ჩემპიონატი მოიგეს, „არწივებმა“ – თასი.
GIPHY App Key not set. Please check settings