გერმანიის თასი დორტმუნდის „ბორუსიამ“ მოიგო. იულიან ნაგელსმანი კი „ლაიპციგიდან“ ტიტულის გარეშე მიდის.
ფინალს ტრადიციულად ბერლინმა უმასპინძლა და „ყვითლების“ უპირატესობა ძალიან დიდი იყო.
მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. ჯეიდონ სანჩომ დუბლი შეასრულა, ერთიც ერლინგ ჰაალანდმა გაიტანა. აშკარა იყო, რომ „ლაიპციგი“ სიტუაციას ვერ გამოასწრებდა.
ვერც გამოასწორა, მიუხედავად იმისა, რომ დანი ოლმომ ერთი ბურთი გაქვითა, მატჩის ბოლოს სანჩოს დუბლს ჰაალანდმაც თავისიც დაუმატა და – 4:1 ედინ ტერზიჩის გუნდის სასარგებლოდ.
ჰაალანდმა “ბორუსიას” შემადგენლობაში ამ სეზონში 39 მატჩში 39 გოლი გაიტანა.
ჰაალანდი – გერმანიის თასის ფინალში ყველაზე ახალგაზრდა დუბლის ავტორი გახდა. მან სანჩოს რეკორდი გააუმჯობესება.
სანჩოს 22 ქულა (13+9) აქვს ბოლო 19 მატჩში.
38 წლის ტერზიჩი – 21-ე საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც გერმანიის თასი მოიგო.
„დორტმუნდმა“ გერმანიის თასი ისტორიაში მეხუთედ მოიგო – 1965, 1989, 2012, 2017 და ახლა უკვე 2021 წლებში. ამაზე მეტჯერ თაი მოგებული აქვთ “ბაიერნს” (20) და “ვერდერს” (6). ასევე 5-ჯერ აქვთ თასი აღებული “შალკეს” და “აინტრახტს”.
ლაიპციგი – ბორუსია დორტმუნდი 1:4
გოლები: 0:1 სანჩო (5), 0:2 ჰოლანდი (28), 0:3 სანჩო (45), 1:3 დანი ოლმო (71), 1:4 ჰოლანდი (88)
GIPHY App Key not set. Please check settings