in

ისინი ნაკრებისთვის თავს გაწირავენ: ილიას ზუროსი

საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია – ჩვენი გუნდი პირველად ითამაშებს მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატზე. ძალიან დრამატული გამოდგა გადამწყვეტი თამაში შინ ისლანდიასთან – მართალია დავმარცხდით (77:80), მაგრამ 3-ქულიანი წაგება გვაწყობდა და ასე ბეწვის ხიდზე გავლით მივდივართ მუნდიალზე.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ბერძენ ჟურნალისტებს ესაუიბრა და ბუნებრივია ჩვენი ნაკრებიც ახსენა.

„მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ და ამ განცდის აღწერა შეუძლებელია. ისლანდიასთან მატჩამდე კალათბურთელები დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ, გამოცდილი მოთამაშეებიც ნერვიულობდნენ.

ქართველები პატრიოტები არიან. რაც თორნიკე შენგელიამ გუნდისთვის გააკეთა, წარმოუდგენელია. სხვა მოთამაშეებსაც ასეთივე სულისკვეთება აქვთ. ისინი ნაკრებისთვის თავს გაწირავენ.

გულშემატკივრებმა საოცარი ატმოსფერო შექმნეს. მატჩის ბილეთები ჯერ კიდევ ნიდერლანდებთან მატჩამდე გაიყიდა. შეხვედრის შემდეგ ქომაგებმა სასტუმროშიც კი მოგვაკითხეს, ქართველებს თავიანთი ნაკრები ძალიან უყვართ.

საქართველო ჩემი მეორე სახლია. უკვე 7 წელია რაც აქ ვცხოვრობ. მათგან ყოველთვის სიყვარულსა და ნდობას ვგრძნობ. საოცარი განცდაა, როდესაც ქუჩაში გაჩერებენ და მადლობას გიხდიან“, – განაცხადა ზუროსმა.

მსოფლიოს ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

მთელი მსოფლიო დაკომპლექტდა: წილისყრა აპრილშია – დარჩა 178 დღე

მსოფლიოს ჩემპიონატის წინასწარი კალენდარი ცნობილია

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი რონალდოს მემკვიდრეს ეძებს და შეიძლება კვარაცხელიას 8.76 მილიონი ფუნტი გადაუხადოს

ვალენსია მამარდაშვილს ყიდის: გიორგი ბარსასთან შავებში ითამაშებს