in

ისეთ გუნდს შევქმნით, რომლითაც მთელი ერი იამაყებს: საქართველოს ქალთა ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს ქალთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ეროვნულ გუნდს ირის ანტმანი უხელმძღვანელებს.

47 წლის სპეციალისტს ისრაელიდან 13-წლიანი სამწვრთნელო კარიერა აქვს. ანტმანი ხუთი წლის განმავლობაში ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, აგრეთვე ხელმძღვანელობდა ისრაელის 17 და 19 წლამდე გოგონათა ნაკრებებს.

ანტმანი ისრაელის ახალგაზდულ საფეხბურთო აკადემიაში 7 წლის განმავლობაში გოგონათა ასაკობრივი გუნდების ხელმძღვანელი იყო. საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ისრაელის ნაკრებში მეკარის პოზიციაზე 13 წელი თამაშობდა და მისი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი იყო. ირის ანტმანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2024 წლის ბოლომდე იმუშავებს.

2 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის 2023-2024 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართება. საქართველოს ნაკრები C ლიგაში იასპარეზებს. მატჩები 20 სექტემბრიდან დ 5 დეკემბრის ჩათვლით შედგება.

ირის ანტმანი: “მჯერა,რომ შრომით, თავდადებით და დისციპლინით ჩვენ ისეთ გუნდს შევქმნით, რომლითაც მთელი ერი იამაყებს”.

ირის ანტმანი ამ დროისთვის ჩრდილოეთ მაკედონიაში, 19 წლამდე გოგონათა ნაკრების მატჩებზე დასასწრებად იმყოფება.

ირის ანტმანის სამწვრთნელო კარიერა
2010-2015 – ისრაელის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი;
2012-2019 – ისრაელის ახალგაზრდული საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელი (16-19 წლამდე გუნდები);
2015-2017 – ისრაელის 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი;
2018-2019 – ისრაელის 19-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი;
2022 – ჰაპოელი ნოფ ჰაგალილის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი;

ირის ანტმანის საფეხბურთო კარიერა | პოზიცია – მეკარე
1997-2010 – ისრაელის ეროვნული ნაკრები;
1988-2002 – მაკაბი ჰაიფა’
2004-2010 – მაკაბი ჰოლონი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პატარა საქართველოს დიდი ისტორია აქვს: სან ანტონიოს მადლიერი ყოველთვის ვიქნები

ქართველებს ძირითადი უჭირთ: ქვილითაის გოლი გააუქმეს – ლეგიონერები