ლიონელ მესი Goal-ის მკითხველებმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს.
„ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა პირველი ადგილი დაიკავა 50 ფეხბურთელს შორის. გამოკითხვა Goal-ის მკითხველებს შორის ჩატარდა.
თითოეულ რაუნდში რესპოდენტებს უნდა აერჩიათ საუკეთესო ორ შეთავაზებულ კანდიდატს შორის.
პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“, არგენტინა)
- ერლინგ ჰოლანდი („სიტი“, ნორვეგია)
- ჯუდ ბელინგემი („რეალი“, ინგლისი)
- კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)
- კევინ დე ბრუინი („სიტი“, ბელგია)
- ჰარი კეინი („ბაიერნი“, ინგლისი)
- მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“, ეგვიპტე)
- ვინისიუსი („რეალი“, ბრაზილია)
- ლუკა მოდრიჩი („რეალი“, ხორვატია)
- ბერნარდო სილვა („სიტი“, პორტუგალია).
აღსანიშნავია, რომ Goal-ის მკითხველებში საუკეთოდ მესი სარეკორდოდ, მეშვიდედ დასახელდა.
GIPHY App Key not set. Please check settings