ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
შეგახსენებთ, ლიგის ოფიციალურ გვერდს ბოლო ტურებში ქართველი ფეხბურთელები სიმბოლურში ერთად მუდმივად შეჰყავს – ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. მიქაუტაძე ზედიზედ მეხუთედ მოხვდა სიმბოლურში, მანამდე კი ჩვენების დუეტი ზედიზედ სამჯერ დაასახელეს თერთმეტეულში.
წინა ტურში მიქაუტაძემ მორიგი გოლი „გენგამს“ გაუტანა და 23 გოლით ლიგის ბომბარდირია. დავითაშვილმა კი „ლავალთან“ შესანიშნავად ითამაშა, გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.
სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ბორდო“ 69 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიგა 1-ში გადასვლის რეალური კანდიდატია. დავითაშვილის გუნდი მიქაუტაძის მესამეადგილოსან „მეცს“ 3 ქულით ასწრებს.
GIPHY App Key not set. Please check settings