in

ირმა ხეცურიანი ევროპის ჩემპიონია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარეობს პარამოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს სამი წარმომადგენელი მონაწილეობს.

B კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა და პრიზიორმა ირმა ხეცურიანმა, რომელმაც ცხრავე მეტოქეს აჯობა და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

ჩვენებმა კიდევ ერთი მედალი დაიმსახურეს – A კატეგორიაში რაპირით მოფარიკაკე ნინა თიბილაშვილმა ისახელა თავი, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამავე კატეგორიაში იასპარეზა გვანცა ზადიშვილმა. ჯგუფში მან ხუთიდან სამ მეტოქეს სძლია, თუმცა პლეი ოფის პირველსავე წრეში დამარცხდა და მე-11 ადგილზე გავიდა.

დღეს თიბილაშვილმა ეტლით მოსარგებლეთა ხმლით ფარიკაობაში მხოლოდ ფინალი წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო ხეცურიანსა და ზადიშვილთან ერთად გუნდურში ევროპის ჩემპიონი გახდა.

თათია აფციაურმა პარამოხმალავეთა ევროპის ჩემპიონატის B კატეგორიის ფინალი იმსაჯა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საფრანგეთი ბავშვობაში დაბრუნდა: ფეხბურთელებმა პირველი გუნდების მაისურები ჩაიცვეს

დინამო ჩემპიონია – 19