ვაშინგტონში მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში იტალიელ პასკუიონოს 15:11 მოუგო და 2023 წელს პირველი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ნახევარფინალში ირმამ უნგრელი მეზო ანგარიშით 15:4 დაამარცხა.
ტურნირზე წარმატებით გამოვიდა ნინა თიბილაშვილიც. მან ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ხმლის ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე ირმა ხეცურიანი რაპირით გამოსვლისას ვერცხლის მედალს დაეუფლა.
GIPHY App Key not set. Please check settings