in

ირლანდიელებმა ელიზაბეტ მეორეს დასცინეს

ირლანდიური კლუბი “შემროქ როვერსის” ფანებმა დიდი ბრიტანეთის აწ უკვე გარდაცვლილ დედოფალ ელიზაბეტ მეორეს დასცინეს და “იურგორდენთან” გამართული კონფერენს ლიგის მატჩის დროს სპეციალური ჩენტი რამდენჯერმე შეასრულეს.

ბრიტანეთის დედოფალი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა, რაც ირლანდიელ გულშემატკივრებს ძალიან გაუხარდათ. “შემროქის” ფანები ჯერ სკანდირებდნენ ჩენტს: “ლიზი კუბოშია!”, შემდეგ კი “ლიზიმ კუბოში ითამაშა!” (აღნიშნული სიტყვების ასე გაგებაც შეიძლება: “ლიზი საჯარიმოშია” და “ლიზიმ საჯარიმოში ითამაშა”, რადგან box ინგილისურად კუბოსაც ნიშნავს და საჯარიმოსაც).

“შემროქ როვერსი” ოფიციალური განცხადებით დაუპირისპირდა ფანების ამ მოქმედებას. ტექსტში ვკითხულობთ, რომ კლუბის ღირებულებებიდანგამომდინარე მსგავსი საქციელი მიუღებელია. 

ირლანდიისა და ინგლისის დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, მოულოდნელი ამგვარ ჟესტში არაფერია, მეტიც, ეს რომ არ მომხდარიყო, ის უფრო გასაკვირი იქნებოდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში ლოთები შეკრებილან

ინგლისში 13 სექტემბრიდან ფეხბურთი ბრუნდება