მილანის „ინტერი“ იტალიის სერია ა-ს გამარჯვებული გახდა. „ნერაძურის“ მე-19 სკუდეტო „ატალანტას“ ფრემ მოუტანა „სასუოლოსთან“ დღევანდელ შეხვედრაში (1:1). ეს პირველი ჩემპიონობაა ბოლო 11 წლის განმავლობაში და პირველი შემთხვევა ბოლო 10 წელიწადში, როდესაც ტიტული „იუვენტუსმა“ ვერ აიღო.
9 წელი დასრულდა: როგორი იყო სერია A-ს ბოლო სეზონი, როდესაც ჩემპიონი იუვენტუსი არ ყოფილა
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, „ინტერი“ კი მიუწვდომელი 13 ქულით უსწრებს მდევრებს.
გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთვის ეს მეოთხე სკუდეტოა სამწვრთნელო კარიერაში. აქამდე მან სამჯერ მოიგო ეს ტიტული „იუვენტუსთან“ ერთად. მსგავსი ან უკეთესი შედეგისთვის მიუღწევია მხოლოდ 5 მწვრთნელს. ესენი გახლავთ: ჯოვანი ტრაპატონი (7), მასიმილიანო ალეგრი (6), ფაბიო კაპელო (5), მარჩელო ლიპი (5) და კარლო კარკანო (4).
ამასთან, კონტე გახდა მეორე სპეციალისტი, რომელმაც სკუდეტო მოიგო „ინტერშიც“ და „იუვენტუსშიც“. აქამდე ეს მხოლოდ ტრაპატონის გამოუვიდა.
ისე კი, კონტეს ამ ორი კლუბის გარდა, ჩემპიონობამდე „ჩელსის“ მიუყვანია ინგლისში, ხოლო სერია B აქვს მოგებული „ბარისთან“ ერთად.
„ინტერს“ წარმატება მიულოცა „იუვენტუსმაც“.
„ბრავო ინტერს 2020/21 წლების სეზონის სერია ა-ს ტიტულისთვის“, – დაწერა „იუვენტუსმა“ ტვიტერზე.
ასევე „იუვეს“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ მიულოცა თავის „ინტერელ“ კოლეგას სტივენ ჩჟანს ეს წარმატება.
GIPHY App Key not set. Please check settings