საუდის არაბეთის დედაქალაქმა ერ-რიადმა იტალიის სუპერთასსაც უმასპინძლა, რომელშიც გამარჯვებულის ბედს მილანური გრანდები არკვევდნენ.
თამაში დიდად დაძაბული ვერ გამოვიდა. „ინტერმა“ ულაპარაკოდ მოიგო დერბი – 3:0.
20 წუთში უკვე 2:0 იყო ფედერიკო დიმარკოსა და ედინ ჯეკოს გოლებით, მეორე ტაიმში კი წერტილი ლაუტარო მარტინესმა დასვა.
„ინტერმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო სუპერთასი, სულ კი – მეშვიდედ, რითაც “მილანს” გაუთანაბრდა, პირველზე კი 9 სუპერთასით „იუვენტუსია“.
„ინტერის“მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კი მეოთხე სუპერთასი მოიგო. ორჯერ (2022, 2023) „ინტერთან“ და ორჯერაც (2018, 2020) „ლაციოსთან“ ერთად.
ინძაგი: „ინტერი“ იწყებს მიეჩვიოს ასეთ საღამოებს“.
ჩალხანოღლუ: „ინტერმა“ უბრალოდ „შეჭამა“ მილანი, მალევე გაუშვა შინ“.
პიოლი: „მილანს: ძალიან ბევრი შცდომა ჰქონდა. ფსიქოლოგიურად არ ვართ საუკეთესო ფორმაში, შედეგებით ზეწოლას განვიცდით“.
GIPHY App Key not set. Please check settings