ინდონეზია ზაფხულის 2036 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანს.
Insidethegames-ის ცნობით, ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ მოიწონა ეს იდეა, ხოლო მთავრობამ სპორტული ნაგებობების მშენებლობის პირობა დადო.
„ჩენ მივესალმებით პრეზიდენტის ბრძანებას 2026 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე ნუსანტარუს კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით. ჩვენ შევასრულებთ ამ ამოცანას“, – თქვა ინდონეზიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რაჯა საპტა ოკტოხარიმ.
ინდონეზიას 2032 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაც სურდა, მაგრამ ავსტრალიურ ბრისბენთან დათმო.
ნუსანტარა – ინდონეზიაში მშენებარე ქალაქია, სადაც აპირებენ კიდეც ჯაკარტადან დედაქალაქის გადატანას.
GIPHY App Key not set. Please check settings